სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევი-სხალთას შემაერთებელი 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი, დაბა შუახევი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2022 წლის 28 ივნისი, 15:00 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.