შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეტეხში შპს „ჯი პი პის“ მეფრინველეობის ფერმის (1 800 000 სადგომით ქათმებისთვის) ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეფრინველეობის ფერმა (60 000-ზე მეტი სადგომით ქათმებისათვის);

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯი პი პი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეტეხი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
 
 
 
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2022 წლის პირველი ივლისი,  14:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
 
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
 
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 6 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.