შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ბახვისწყალზე "ბახვი 2 ჰესის" პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

 

შპს „ბახვი 2“-ის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ბახვისწყალზე "ბახვი 2 ჰესის" პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1048).

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 16 თებერვლის N 21/979 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1467)

2023 წლის 9 მარტს შპს „ბახვი 2“-ის მიერ N1884 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).