შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „მეგა ჰოლდინგის“ მიერ მდ. მტკვარზე სასარგებლო წიაღისეულის (1 077 900 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „მეგა ჰოლდინგის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მდ. მტკვარზე სასარგებლო წიაღისეულის (1 077 900 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2522 ).

2023 წლის 10  მარტის N21/1588 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.