გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ 220 კვ. ,,პალიასტომი 1’’-ს შეჭრის 220/110/35 კვ. ქ/ს ,,ოზურგეთში’’, 110 კვ. ორჯაჭვა „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანისა და ქვესადგური ,,ოზურგეთის’’ განთავსების პროექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას’’ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება - 220 კვ. ,,პალიასტომი 1’’-ს შეჭრის 220/110/35 კვ. ქ/ს ,,ოზურგეთში’’, 110 კვ. ორჯაჭვა „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანისა და ქვესადგური ,,ოზურგეთის’’ განთავსების პროექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1422 ).
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 9 მარტის N 21/1571 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.