გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. სალხინოში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მდ. ვახას ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელების პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. სალხინოში მდ. ვახას ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1444).
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 16 მარტს N 21/1797 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.