შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი - ხევის მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროს ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. საქასრიაში საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი - ხევის მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროს ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის პროექტის (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/179).

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 20 ივნისს N21/2695 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.