შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. ბათუმში შპს „RONI”-ის ქაღალდის ნარჩენების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „RONI”-ის მიერ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. ბათუმში ქაღალდის ნარჩენების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი -  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/138).

ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შპს  „RONI”-იმ სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშზე წარმოდგენილი დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით. მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge   (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).