შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ახმეტის მუნიციპალიტეტში, შპს „ფერის“ მდ. სამყურისწყალზე 27 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სამყურისწყალი 2 ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს „ფერის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში მდ. სამყურისწყალზე 27 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სამყურისწყალი 2 ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/373).

მიმდინარე წლის 22 ივლისს შპს „ფერმა“ წერილობით მომართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.