გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. თბილისში, შპს „ავზი 94“-ის 4950 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
შპს „ავზი 94“-ის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, შპს „ავზი 94“-ის 4950 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1020 ).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 9 თებერვლის N 21/790 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ.ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1417 ).
2023 წლის 24 მარტს შპს „ავზი 94“-ის მიერ 21/790 წერილის შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული/დამატებითი ინფორმაცია - ქ. თბილისში, 4950 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 12 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).