გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1255).
2023 წლის 20 მარტის N 21/1869 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2604).
2023 წლის 24 მარტს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ N2512 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).