შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. კვახჭირში შპს „მანგანეზ ინდასთრის“ ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შპს „მანგანეზ ინდასთრის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. კვახჭირში, ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1179 ).

2023 წლის 16 მარტის N 21/1786 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2602).

2023 წლის 24 მარტს შპს „მანგანეზ ინდასთრის“ მიერ N 21/1786 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).