სგშ სკრინინგის განცხადება - ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე №135-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 05.26.01.117) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
სგშ სკრინინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე №135-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 05.26.01.117) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმა
დამგეგმავი ორგანო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქი ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა, №135-ში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ: 05.26.01.117)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 3 აპრილს წარმოდგენილ იქნა ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე №135-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 05.26.01.117) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.
წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge .
სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია იხილეთ ელ. ბმულზე https://drive.google.com/drive/folders/13GUvUum5RD76n86kEwYCNS9nl9UaPoka?usp=share_link )