შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ბათუმში, შპს „ტერმინალი 1“-ის 7 000 მ3 ტევადობის (130 000 მ3 წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია)

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია)

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ტერმინალი 1“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი; 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2023 წლის 26 აპრილი, 16:00 საათი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.