შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - სს "საქართველოს რკინიგზის" თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი - ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფ. ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20+760- 23+060 მონაკვეთის) პროექტში შეტანილი ცვლილებების პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:
სს "საქართველოს რკინიგზის" მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება  თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი - ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფ. ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20+760- 23+060 მონაკვეთის) პროექტში შეტანილი ცვლილებების პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1299 ).

სს "საქართველოს რკინიგზის" მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 4 აპრილს წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია ზემოაღნიშნულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლი 21 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).