შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში,  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1156).

 

2022 წლის 20 ივლისის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა N 2-08/5380 განცხადება ზემოაღნიშნულ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.