შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

2023 წლის 27 აპრილს, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება (N3632) შპს "მშენებელი 2004"-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარების დროის ცვლილების თაობაზე (13:00 სთ-ს ნაცვლად, 14:00 სთ), ვინაიდან საჯარო განხილვისთვის განსზღვრულ დროს, 2023 წლის 11 მაისს - 13:00 საათზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაგეგმილია სხვა სახის შეხვედრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება 2023 წლის 11 მაისს, 14:00 საათზე. (იხ. ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4757)

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N1;  

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2023 წლის 11 მაისი, 13:00 14:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;


„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 16  მაისის ჩათვლით,  მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). 

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.