გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „ელბა ექსპორტის“ კირისა და კომბინირებული სასუქის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: კირისა და კომბინირებული სასუქის წარმოება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ელბა ექსპორტი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N12;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2023 წლის 31 მაისი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: რუსთავი, კოსტავას გამზირი N20)
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: რუსთავი, კოსტავას გამზირი N20). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0