შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. თბილისში, სოფ. შინდისში შპს „აჭარა ფროფერთის“ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს „აჭარა ფროფერთის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ქ. თბილისში, სოფელ შინდისში 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტს (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობას და ექსპლუატაციას. (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2504).

მიმდინარე წლის პირველ მაისს შპს „აჭარა ფროფერთიმ” წერილობით მომართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.