გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ეგხ ,,ტანძიას" N69 ანძიდან - N85 ანძამდე მონაკვეთის დერეფნის ცვლილება)
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ეგხ ,,ტანძიას" N69 ანძიდან - N85 ანძამდე მონაკვეთის დერეფნის ცვლილება)
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
გაცნობებთ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ, 2022 წლის 5 ოქტომბერს (წერილი N5378) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ტყითსარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (იხ. ლინკი).