განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდ.შრომისხევის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდ.შრომისხევის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტს (იხ.ბმული).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 29 ივლისის №21/3944 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.