შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების და ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება  სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების და ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/202).

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 22 ივლისის N 21/3779 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/446).

2022 წლის 26 ივლისს შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიერ N3549 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების და ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).