სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „მეგა ჰოლდინგის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავების პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მეგა ჰოლდინგი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:
• 2022 წლის 17 აგვისტო, 12:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
• 2022 წლის 17 აგვისტო, 15:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოში.