შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს ,,არალის“ ასფალტის წარმოებისა და ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის წარმოება, ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,არალი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ახალციხე;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2022 წლის 24 აგვისტო, 11:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა


“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოში.