გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქი-კარწახის კორექტირებული მონაკვეთის (სადგურ კარწახიდან გვირაბამდე და გვირაბი თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში სადგური კარწახის მიმდებარედ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროექტი
გზშ სკრინინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
„შპს მარაბდა კარწახის რკინიგზას“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქი-კარწახის კორექტირებული მონაკვეთის (სადგურ კარწახიდან გვირაბამდე და გვირაბი თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში სადგური კარწახის მიმდებარედ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროექტს (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/351).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 26 ივლისს N21/3864 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.