შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

 

2022 წლის 24 ივნისს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობასა და ექსპლუატაციას.  (იხ. ლინკი -  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/332).

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს N 21/4216 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს, 13:00-სთზე ქ. რუსთავის მერიის შენობაში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა აღარ გაიმართება.