გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სს „RMG Copper“-ის სასარგებლო წიაღისეულის (მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს) ღია კარიერული წესით მოპოვება

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

2022 წლის 2 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სს „RMG Copper“-ის სასარგებლო წიაღისეულის (მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს) ღია კარიერული წესით მოპოვებას.  (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/177).

 

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს N 21/4232 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე.