შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფ. კვახჭირში შპს „ექსიმგრუპის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის ცვლილების პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის ცვლილების პროექტი;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ექსიმგრუპი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. კვახჭირი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;


 დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2022 წლის 3 ივნისი, 16:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფ. კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეული შენობა;

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.