გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - მცხეთის მუნიციპალიტეტში, შპს "ჯეო ფაუერის" მდ. მტკვარზე 15 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰესის (ძეგვი ჰესი) მშენებლობა და ექსპლუატაცია
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 9 აგვისტოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება მცხეთის მუნიციპალიტეტში, შპს "ჯეო ფაუერის" მდ. მტკვარზე 15 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰესის (ძეგვი ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/542).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს N 21/4362 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.