გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე - ქ. ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტი
გზშ სკრინინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
2022 წლის 5 აგვისტოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტის სკრინინგის განცხადება და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/526).
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 12 აგვისტოს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარკვეული საკითხის დაზუსტების მიზნით სააგენტოში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.
ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).