შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, შპს ,,ნექსარას" მიერ, კაკლის ბაღის მორწყვის მიზნით, სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია

გზშ სკოპინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

შპს „ნექსარას“  მიერ სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით წარმოდგენილ იქნა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კაკლის ბაღის მორწყვის მიზნით, სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის განცხადება (იხ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4665).  

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის N 21/3171 წერილის საფუძველზე, სააგენტომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი:  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4767).    

2023 წლის 30 მაისს  შპს ,,ნექსარას"  მიერ N 4851 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 8 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).