შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „მეგა ჰოლდინგის“ მდ. მტკვარზე სასარგებლო წიაღისეულის (1 077 900 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „მეგა ჰოლდინგის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მდ. მტკვარზე სასარგებლო წიაღისეულის (1 077 900 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4806 ).

პროექტთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ივნისს 14:00 საათზე, ქ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩაინიშნა გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4834 ).

2023 წლის 6 ივნისის N21/4253 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალისწინებით 2023 წლის 16 ივნისს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.