გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - ლენტეხის მუნიციპალიტეტში, შპს „აკვაპოინტის" მდ. ხოფურზე 5 მგვტ. სიმძლავრის ,,ხოფური ჰესის’’ მშენებლობა-ექსპლუატაციისა და 35 კვ ეგხ-ის გაყვანის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „აკვაპოინტი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ლენტეხის მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6030 ).