განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - კასპის მუნიციპალიტეტში, შპს ,,მეგა ჰოლდინგის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოსა და ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს ,,მეგა ჰოლდინგის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა კასპის მუნიციპალიტეტში, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოსა და ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5941).
2023 წლის 9 ივნისის N21/4449 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.