განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში, შპს „ნიკორას“ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ნიკორას“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/274).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ N21/4521 წერილის შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.