გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „საქენერგოს“ მდ. ხრამზე 10.4 მგვტ სიმძლავრის ხრამი 7 ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაციისა და 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქენერგო“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2023 წლის 4 აგვისტო 12:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქოსალარის საჯარო სკოლის შენობა.
2023 წლის 4 აგვისტო 16:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. დისველის საჯარო სკოლის შენობა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ქოსალარის საჯარო სკოლის შენობაში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. დისველის საჯარო სკოლის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0