შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული საგენტოს განცხადება გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებების, საჯარო განხილვებისა და გადაწყვეტილებების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსების შესახებ

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ (2023 წლის 22 თებერვლის საქართველოს კანონი №1445-VIIIმს-Xმპ)  შეტანილი ცვლილებით,  კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენცია გახდა.  

კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2023 წლის 1 ივლისიდან,  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე წარმოებებისა და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, ასევე, გზშ-ის/სგშ-ის  სფეროში გამოცემული გადაწყვეტილებები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოქვეყნდება  გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე http://ei.gov.ge/

საჯარო განხილვებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს:

ტელ: (+995 322) 112023

ელ-ფოსტა: PH@EIEC.GOV.GE 

მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებულ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34

ელ-ფოსტა: EIA@MEPA.GOV.GE