გარემოს ეროვნული სააგენტო

სს ,,RMG Copper’’-ის ფუჭი ქანების №2 სანაყაროზე დეგრადირებული სახელმწიფო ტყის მიწის პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

  • დაწყების თარიღი:

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი - სს ,,RMG Copper’’-ის ფუჭი ქანების №2 სანაყაროზე დეგრადირებული 34 114.8 მ 2 სახელმწიფო ტყის მიწის პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ.

გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი: - სს „RMG Copper“

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ადგილი: - ბოლნისის მუნიციპალიტეტი დაწყების

თარიღი: 08.12.2023

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წერილობით წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გეგმის პროექტის გამოქვეყნებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150, ან მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: info@nea.gov.ge