გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს ,,RMG Gold”-ის საყდრისის საბადოს მე-5 უბნის (კარიერის) ფუჭი ქანების სანაყაროს განთავსების ტერიტორიაზე დეგრადირებული სახელმწიფო ტყის მიწის პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

  • დაწყების თარიღი:

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი: - შპს ,,RMG Gold” -ის საყდრისის საბადოს მე-5 უბნის (კარიერის) ფუჭი ქანების სანაყაროს განთავსების ტერიტორიაზე დეგრადირებული 170 376.5 კვ.მ სახელმწიფო ტყის მიწის პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ

გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი: - შპს „RMG Gold“

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ადგილი: - დმანისის მუნიციპალიტეტი

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წერილობით წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გეგმის პროექტის გამოქვეყნებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, 2024 წლის 4 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150, ან მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: info@nea.gov.ge