საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი - რუსთავის მიმართულების (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი (წიწამური) - ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობა
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:
- 2025 წლის 23 სექტემბერი, 10:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 23 სექტემბერი, 13:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 23 სექტემბერი, 16:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ბულაჩაურის საბავშვო ბაღის შენობა
- 2025 წლის 24 სექტემბერი, 11:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ.არაგვისპირის 300 არაგველის სახელობის კრივის დარბაზის (ადმინისტრაციული ერთეულის შენობის პირველი სართული) შენობა
- 2025 წლის 24 სექტემბერი, 14:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალისკულტურის სახლის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ef9f4a39-fd37-4ba6-b58d-9d91a14847ec