შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს „ორიონის” მიერ 10 000 მ 3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საწყობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავთობპროდუქტების საწყობის მშენებლობა-ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ორიონი”

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2025 წლის 10 ოქტომბერი, 13:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვედა მესხეთის რიტუალების სახლის შენობა

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:https://ei.gov.ge/ka/info/68181185-aed4-41dd-9ded-93bf82b51517