შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფ. არშიდან დაბა სტეფანწმინდის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე საპროექტო მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა-ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:

  • 2026 წლის 22 იანვარი, 15:00 საათი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. არშის საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 23 იანვარი, 12:00 საათი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. ფანშეტის რიტუალების სახლის შენობა

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e66cc3a0-34f0-4aee-ace7-bc6caa7f6a83