ქ. რუსთავში შპს „ალტერვეისტის“ მიერ 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ალტერვეისტი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 27 იანვარი, 12:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი N 20)
წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასთან/ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 28 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/73677092-11ed-45c2-8fac-1996d393abed
