50 მგვტ სიმძლავრის "ბოტისის ქარი-2" - ის ქარის ელექტროსადგურის, 110 კვ ძაბვის ქვესადგურის და ქარის ტურბინების ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის; ქვესადგურის და 35 კვ ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ნიუ ენერჯი სოლუშენ დეველოპმენტს“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: კასპი მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 5 თებერვალი, 13:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 10 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)
პროექტის შესახებ დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ab8a0b74-64aa-460b-b2e0-4797e36cb339
