შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზაქათკარში შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, №2 სამშენებლო ბანაკის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

 

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზაქათკარში  ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, №2 სამშენებლო ბანაკის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტს (იხ.ბმული).

2022 წლის 19 აგვისტოს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალმა“ წერილობით მიმართა სააგენტოს, პროექტში გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით  და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება. 

აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.