გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ხულოს მუნიციპალიტეტში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების სისტემების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს "აჭარის წყლის ალიანსი";
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხულოს მუნიციპალიტეტი.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2022 წლის 21 სექტემბერი, 11:00 საათი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის:ტბელ აბუსერისძის ქ. N1, დაბა ხულო, აჭარა, საქართველო).
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.