გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაცია
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/276).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 24 აგვისტოს N 21/4733 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება.