შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „გინუს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის მიმდებარედ სასარგებლო წიაღისეულის 81 766 ტონა თიხა-თაბაშირის (გაჯი) მოპოვების პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თიხა-თაბაშირის (გაჯი) მოპოვება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გინუ“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალი სამგორის მიმდებარედ;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:
2022 წლის 27 სექტემბერი, 14:00 საათი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია (იხ. ლინკი), შესაბამისად აღნიშნული საჯარო განხილვა აღარ გაიმართება.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. 

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. 
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).


მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი.