გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, სს ,,ჩალიკ ჯორჯია ვინდი“-ს მიერ საპროექტო ,,ნიგოზა-110“ ქვესადგურის ,,გორი-220“ ქვესადგურთან დამაკავშირებელი 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 16 აგვისტოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, სს ,,ჩალიკ ჯორჯია ვინდი“-ს მიერ საპროექტო ,,ნიგოზა-110“ ქვესადგურის ,,გორი-220“ ქვესადგურთან დამაკავშირებელი 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/627).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 5 სექტემბრის N 21/5013 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.