განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/261).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ N21/4998 წერილის შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.